აღნიშნული პროექტი აკავშირებს მომხმარებლებს და შემსრულებლებს ერთმანეთთან, ჩვენი მიზანია მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ დამკვეთს და შემსრულებელს ვებ-გვერდის მეშვეობით.
ვებგვერდზე შესაძლებელია მომსახურების სხვადასხვა სფეროს მოძება. როგორიცაა: რემონტი, დალაგების სერვისი, იურიდიული მომსახურება, მშენებლობა, რემონტი, სატვირთოს დაქირავების სერვისი, გაფუჭებული ტექნიკის შეკეთების სერვისი, ავტომობილის ელექტრონული დიაგნოსტიკის სერვისი, გადაზიდვა თუ სხვა.
პროფაინდერის საიტი ამარტივებს ნებისმიერი მომსახურების როგორც შეთავაზების, ასევე მოძიების პროცესს, გარდა ამისა აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ნებისმიერი სახის მომსახურების გამწევითვის , იქნება ეს ფიზიკური თუ იურიდიული პირი, საიტზე რეგისტრაცია , საკუთარი პროფილის შექმნა და შესათავაზებელი სერვისების განთავსება სრულიად უფსასყიდლოდ შეუძლიათ!
პროფაინდერის საიტზე რეგისტრაციით მომსახურების შემსრულებლებს შეუძლიათ ონლაინ განათავსონ საკუთარი შეთავაზება და გაზარდონ შეკვეთები, ხოლო მომსახურების მაძიებლებს ჭკვიანი საძიებო სისტემის გამოყენებით, შესაძლებლობა აქვთ მარტივად და უმოკლეს დროში მოიძიონ სასურველი მომსახურება.
ვებგვერდზე რეგისტრაციისთვის საჭიროა, გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე: ჩაწერეთ თქვენი აქტიური ელექტრონული ფოსტა და პაროლი; შედით სისტემაში;
ვებგვერდზე თქვენი პროფილის რეგისტრაციით ქმნით პროფილს, სადაც თქვენ შეძლებთ მომსახურების შესაბამისი აღწერის, ფოტოების, ვიდეოებისა და სერტიფიკატების ატვირთვას. ასევე, გექნებათ შესაძლებლობა, აკონტროლოთ ყოველდღიური სტატისტიკა და მიიღოთ მომხმარებლებისგან შეფასებები.
განცხადების დასამატებლად დააჭირეთ ღილაკს “დაამატე“. შეიყვანეთ ვებგვერდზე უკვე რეგისტრირებული იმეილი და პაროლი; მოცემულ ბმულზე მიჰყევით მითითებს და განათავსეთ განცხადება;
დამატების ან/და რედაქტირების შემდეგ, ყველა განცხადება მოითხოვს ადმინისტრაციის დასტურს, რომელიც ხორციელდება საიტის მხრიდან. დასტური მოხდება 24 საათისგანმავლობაში, სამუშაო დღეებში (არასამუშაო დღეებში რედაქტირებული განცხადებები დასტურს მიიღებენ სამუშაო კვირის დასაწყისში).
ადმინისტრაციის დასტურის შემდეგ, როგორც გააქტიურების, ასევე უარყოფის შემთხვევაში, მიიღებთ SMS შეტყობინებას. უარყოფის შემთხვევაში, უარყოფის მიზეზი შეგიძლია იხილოთ თქვენს პროფილში “ჩემი განცხადებების” გვერდზე.
სტანდარტულზე მეტი შედეგის მისაღებად, ვებგვერდზე გთავაზობთ დამატებით პაკეტებს : VIP განცხადების სახით.
VIP პაკეტი - იკავებს მთავარ პოზიციას კატეგორიაში, დამატებით მოიცავს განცხადების საიტის მთავარ გვერდზე გამოჩენას, თქვენი განცხადების შინაარსის გაუმჯობესებასა და პრემიუმ ვიზუალს.
ფასები დამოკიდებულია თქვენი მომსახურების კატეგორიაზე, ზუსტი ინფორმაცია გამოგიჩდებათ განცხადების დამატებისას, თქვენს გვერდზე ან კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით
ბარათით შეძენა:
შედით ვებგვერდზე მოცემული ბმულის საშუალებით;
გადადით „ჩემი განცხადებების“ გვერდზე;
დააჭირეთ სასურველი ფასიანი სერვისის „ყიდვის“ ღილაკს.
თუ თქვენ გაფრთხილების მიუხედავად, რამდენჯერმე დაამატეთ დუბლირებული განცხადება;
თუ იყენებდით სხვადასხვა პროფილებს;
თუ განათავსეთ აკრძალული ტიპის განცხადებები;
თუ დაგიგროვდათ გარკვეული რაოდენობის უარყოფითი შეფასებები;
სრული წესები იხილეთ ბმულზე https://Profinder.ge/rules
განცხადებაში არ იყო მითითებული შესაბამისი აღწერა;
განცხადება დუბლირებულია;
განცხადების აღწერაში, სათაურში ან ფოტოზე მითითებულია ტელეფონის ნომერი;
განცხადებაზე დართული ფოტო ან ვიდეო მასალა არ შეესაბამება საიტის წესებს;
განცხადება არასწორ კატეგორიაშია;
განცხადება არღვევს საიტის სხვა წესებს: https://profinder.ge/rules
იმისათვის, რომ საიტზე არსებული შეთავაზებები იყოს მაქსიმალურად მაღალი ხარისხის და გაგიმარტივდეთ არჩევანი, საიტზე დაემატა მომხმარებლის შეფასებები.
ნებისმიერი მიღებული მომსახურება შეგიძლიათ შეაფასოთ 5 ქულიანი სისტემით, იქნება ეს დროული მომსახურება თუ კომუნიკაციისა და საქმის შესრულების ხარისხი. ასევე, აუცილებლად უნდა აღწეროთ მიღებული სერვისი და დადებითი ან უარყოფითი შეფასების დაწერის მიზეზი.
თუ გაწეული მომსახურება არ აღმოჩდა ხარისხიანი, არ შეესაბამებოდა შეთანხმებას ან სხვა რაიმე მიზეზით იყო მომხმარებლისთვის მიუღებელი, მას აქვს საშუალება დეტალურად აღწეროს მომხდარი და ვალიდაციის შემდეგ, შეფასება აისახება როგორც შეფასებებში, ასევე იმოქმედებს შემსრულებლის რეიტინგზეც.
სხვა მხრივ, შესრულებული სამუშაოს კომპენსაციაზე და პრობლემის გამოსწორებაზე, შემკვეთი და შემსრულებელი უნდა შეთანხმდნენ კომპანიის ჩარევის გარეშე.
მომხმარებელი ჩვენი ვებგვერდით სარგებლობისას ეთანხმება მოხმარების წესებს და წინასწარ იღებს პასუხისმგებლობას თავის გადაწყვეტილებაზე.
თუ კონკრეტულ მომსახურებას ეძებთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი მარტივი საძიებო სისტემა. საიტის ზედა მხარეს არსებულ საძიებო ველში ჩაწერეთ საძიებო სიტყვა, მაგალითად “დამლაგებელი” და ვებგვერდი შემოგთავაზებთ ამ სიტყვის შესაბამის განცხადებებს. ასევე აარჩევთ რეგიონს რათა მოძებნოთ თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი ლოკაცია და სერვისი მიიღოთ შედარებით უფრო სწრაფად.
შემოთავაზებული კატეგორიიდან შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი განცხადება და მითითებულ საკონტაქტო ნომერზე დაუკავშირდეთ პროფესიონალს.
არჩევანის პროცესში შეგიძლიათ გაითვალისწინოთ განცხადების აღწერა, ფოტოები, სერტიფიკატები, მდებარეობა, ფასი, მომხმარებლის შეფასებები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც განცხადებაშია მითითებული.